საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№17/29 - 01

20.09.2022

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო მართვის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელის 2022 წლის 21 იანვრის წერილის (რეგისტრაციის ნომერი: 625/29) საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო მართვის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისთვის შეიქმნას თვითშეფასების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით და პასუხისმგებლობებით:

ა) პროგრამის ხელმძღვანელები - ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი (თვითშეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი), პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი

პასუხისმგებლობის სფეროები:  საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და მათთან პროგრამის შესაბამისობის აღწერა; მიზნების თსუ მისიასთან შესაბამისობის შეფასება; სწავლების მეთოდოლოგიისა და ორგანიზების, პროგრამის ათვისების ადექვატურობის დადგენა;  შესაბამისი მტკიცებულებებისა და ინდიკატორების შერჩევა; პროგრამის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასება.

ბ) პროფესორი ლევან საბაური - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

პასუხისმგებლობის სფეროები:  ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, თვითშეფასების პროცესის ორგანიზების ხელშეწყობა.

გ) ასოცირებული პროფესორი ჩავლეიშვილი მარინა - ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 

პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზი; სტუდენტთა საკონსულატაციო მომსახურების აღწერა, შეფასება, ანალიზი; სტუდენტთა მიღწევებისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის აღწერა.

დ) ასოცირებული პროფესორი ლობჟანიძე მანანა - ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამაში ჩართულ პირთა სამეცნიერო/კვლევითი მაჩვენებლების შეფასება; პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო აქტივობის შეფასება; პერსონალისა და  სტუდენტების მიღწევების  ადგილობრივ პროექტებში ჩართულობის ანალიზი.

ე) ასოცირებული პროფესორი ხოხობაია მერაბი - ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.

პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი; პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი მონაცემების ანალიზი; პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევებში მონაწილეობის ანალიზი.

ვ) მშვენიერაძე ირმა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის რაოდენობრივი მაჩვენებლების დამუშავება; სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალის ანალიზი; აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის შეფასება ბოლო 5 წლის მანძილზე; სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის ანალიზი.

ზ) მიქაბერიძე აკაკი - ფაკულტეტის ფინანსური მენეჯერი.

პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტების შედგენა; სწავლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის შეფასება; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების  სამეცნიერო მივლინებებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის შეფასება; ფაკულტეტის ბიუჯეტიდან სასწავლო ლიტერატურისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შეფასება; საგანმანათლებლო პროგრამის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის მაჩვენებლების აღწერა და შეფასება, შესაბამისი მტკიცებულებების მომზადება.

თ) გოგრიჭიანი უჩა - ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

პასუხისმგებლობის სფეროები: ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან, ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმების ანალიზი; სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის შეფასება.

ი) ბაგრატიონი თამარი - ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის სილაბუსების შესაბამისად ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის დონის შეფასება, ამ მიმართულებით ძლიერი და გასაუმჯობესებელი  მხარეების გამოვლენა.

კ)  ნაცვლიშვილი ია - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

პასუხისმგებლობის სფეროები:  კონსულტაციები  განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების,საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციების, სწავლის შედეგების შედგენის, სწავლის მიზნებისა და შედეგების შესაბამისობის საკითხებზე;  სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობების შეფასება; შრომის ბაზრის კვლევის ანალიზი.

ლ) ჩიტალაძე ქეთევან - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

პასუხისმგებლობის სფეროები: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები პროგრამის ხელმძღვანელებთან და  სილაბუსების ავტორებთან. დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის დიაგრამების მომზადება/ანალიზი; შრომის ბაზრის შესახებ მონაცემთა მოპოვება-დამუშავება; საგამნანათლებლო პროგრამის დანართების მომზადება.

მ) ზვიად სიგუა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

პასუხისმგებლობის სფეროები: ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისრულის და შესაბამისობის შეფასება.

ნ) პაპუნა მაჩაიძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ-თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ადმინისტრაციის უფროსი პასუხისმგებლობის სფეროები: ინფრასტუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.

ო) ნინო ოხანაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ-თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

პასუხისმგებლობის სფერო - საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი         გიორგი ღაღანიძე